„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1627-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 450090010.05.001.018634
1627-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
450090010.05.001.018634
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.96, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, აგრეთვე სახელმწიფო საბიბლიოთეკო-ბიბლიოგრაფიულ ცენტრებს, რომლებსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვთ შესაბამისი სტატუსი. სახელმწიფო ამ ცენტრებს უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარებით.“.

2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია

საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. მისი ფუნქციებია:

ა) ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის გატარება;

ბ) სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის დაფინანსების ნორმატივების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ქსელის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი წილის განსაზღვრა;

გ) საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის კოორდინირება;

დ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფა;

ე) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა;

ვ) სახელმწიფო ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ზედამხედველობა;

ზ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის კონტროლი;

თ) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვება და ანალიზი.“.

3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბიბლიოთეკო საქმიანობას ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქის, რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავენ და ათავისუფლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეთანხმებით. ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი (გამგე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.“.

5. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგისტრაციას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს 1000-ზე მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტი, შესაბამისი ფართობი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ლიცენზია და რომლის წესდება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1627-რს