სსიპ ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში

სსიპ ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ - ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
სსიპ ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
სსიპ - ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლა

სსიპ – ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში

წარმოგიდგენთ სსიპ – ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:

სსიპ – ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის 2017 წლის 04 დეკემბრის №1/კ-81 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ – ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელი მაია კანდელაკი.

ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 1 (ერთი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 1 (ერთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ემუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ინფორმაციის გაცემის შესახებ სკოლის გადაწყვეტილებაზე დაინტერესებული პირის მიერ 2016 წელში სასამართლოში შეტანილ სასარჩელო მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2017 წელში გასაჩივრდა სკოლის მიერ სააპელაციო საჩივრით, რა დროსაც გადახდილი იქნა სააპელაციო საჩივრისათვის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი ლარი, 00 თეთრი) ლარის ოდენობით.

სსიპ – ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის 2017 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

1 (ერთი)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

0 (ნული)

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0 (ნული)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 (ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0 (ნული)

 

სსიპ – ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო

სკოლის დირექტორი                                                         რუსუდან ჭეიშვილი