დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის წლიურ ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი |
| მიღების თარიღი | 08/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის წლიურ ანგარიშს
1) საანგარიშო პერიოდში სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა ფარგლებში. 2017 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 168 (ას სამოცდარვა) წერილობითი განცხადება. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 108 (ას რვა) მოთხოვნა, 16 (თექვსმეტი) განცხადება კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 41 (ორმოცდაერთი) განცხადების შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაცულ საჯარო ინფორმაციას ან მოთხოვნილი იყო პერსონალური მონაცემები (თანხმობის წარმოდგენის ან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე), მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დამუშავებული ცენტრში, არ იყო დაზუსტებული მოთხოვნა ან/და განცხადება არ იყო წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ხოლო 2 (ორი) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის სამსახურებს შესასრულებლად. წარმოებაშია 1 (ერთი) განცხადება.
2) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იურიდიული სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებდა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
3) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
4) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს.
5) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
დირექტორი
მაია მიმინოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები