ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
08/12/2017
ვებგვერდი, 11/12/2017
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრული

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ა ნ გ ა რ ი შ ი

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის მანძილზე შემოსულია სულ 78 წერილობითი მოთხოვნა, აქედან:

4 საჯარო მოთხოვნა კუთვნილებისამებრ, რეაგირებისათვის გადაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის თაობაზეც, ეცნობა მოთხოვნის ავტორს;

  დაკმაყოფილებულია 71 საჯარო მოთხოვნა;

 7 საჯარო მოთხოვნაზე 5 ორანიზაციას და 2 მოქალაქეს ეთქვა მოტივირებული უარი, საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის საფუძველზე.

  საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.

 საჯარო მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, სხვადასხვა დროს, გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ივანე ჟორჟოლიანს.

  საანგარიშო პერიოდში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 მიმდინარე წლის მანძილზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში პერიოდულად მიმდინარეობდა მუშაობა საჯარო მონაცემთა ბაზის განახლებასთან დაკავშირებით.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევასა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკრებულოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, საკრებულოსათვის, ხარჯების გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული არ ყოფილა და სასამართლო ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა.

 

რამაზ ჩხიკვაძე            

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი