„საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020238
529
07/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
300160070.10.003.020238
„საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №529

2017 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №260 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2016,  300160070.10.003.019325) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშაონ და 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა, სახიფათო (ფეთქებადი) ტვირთების საავტომობილო გვირაბებში გატარების კუთხით;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უცხოური გამოცდილებისა და შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით და დახმარებით, ერთობლივად შეიმუშაონ და 2018 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობას წარმოუდგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების პროექტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი