დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 527 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.020236 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №64.30.13.110; №64.10.09.158) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის
გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 1. საპროექტო ტერიტორიის ფარგლები საპროექტო ტერიტორია შედგება 2 (ორი) მიწის ნაკვეთისგან, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 13787.97 კვ/მ-ს.
მიწის ნაკვეთების საკადასტრო ნომრები: 2. საპროექტო ტერიტორიის აღწერა საპროექტო ტერიტორია ბორჯომის რაონში, დაბა ბაკურიანში, დიდველის მიმდებარედ. საპროექტო ტერიტორია არ არის განაშენიანებული. რელიეფი მცირე ქანობიანია, შეიძლება ჩაითვალოს სწორ რელიეფად. საპროექტო ტერიტორიის გარშემო განთავსებულია 2-5 სართულიანი შენობები, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს სასტუმროს შენობებს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სატრანსპორტოდ ხელსაყრელ ადგილას. ტერიტორიის გარშემო გაყვანილია კომუნიკაციები (გაზი, წყალი, დენი) ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5)
3. დაგეგმვის მიზანი დაგეგმვის მიზანია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და ამ ინტერესების შეჯერებით.
4. გრგ-ს შემუშავების პირობები საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური სახით A-4/A-3 ფორმატის, აკინძული ალბომის სახით:
5. გრგ პროექტის შემადგენლობა განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა შედგებოდეს: 5.1. ზონირების ნაწილი: ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის კონკრეტულ უფლებრივ ზონირებას, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს; დ) საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით); ე) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს); ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს); ზ) მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს. 5.2. საინჟინრო ნაწილი: საინჟინრო ნაწილი უნდა მოიცავდეს: საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელის რუკას. საინჟინრო ნაწილი შესაძლებელია მოიცავდეს: ა) საპროექტო ტერიტორიაზე წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას; ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას; გ) საპროექტო ტერიტორიაზე ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას; დ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას; ე) საპროექტო ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას. 5.3. ტექსტური ნაწილი: ტექსტური ნაწილი მოიცავს: ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერას; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებით ბარათს; გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას; დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას. 5.4. თემატური ნაწილი: თემატური ნაწილი შეიძლება მოიცავდეს დაგეგმვის პროცესში გამოვლენილი საჭიროებიდან გამომდინარე: ა) სატრანსპორტო სისტემის გეგმებს; ბ) კომპიუტერულ ვიზუალიზაციას; გ) სხვა. 6. ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო კომუნალური, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის პირობები
7. კანონები და კანონქვემდებარე აქტები
8. შენობა ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან
ბინების შემთხვევაში – 1 ბინაზე 1 ავტოსადგომი; სასტუმროს შემთხვევაში – 2 სასტუმროს ნომერზე 1 ავტოსადგომი; 9. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები
მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 13787.97 კვ/მ
მიწის ნაკვეთისთვის ს/კ N64.10.09.158 (ფართობი 6030.97 კვ.მ.) განისაზღვროს:
განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები): განისაზღვროს გრგ-ს პროექტით ავტომანქანების ღია ან/და მიწისქვეშა სადგომი ადგილების რაოდენობა: განისაზღვროს გრგ-ს პროექტით შენობების მაქსიმალური სიმაღლე / სართულიანობა: 11 მეტრი ფასადის სიმაღლე; 15 მეტრი კეხში. 3 სართული მანსარდით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები