დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.020240 |
|
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის 2017-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“: ა) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მონაწილისათვის გათვალისწინებული კაპიტალური ინვესტირება გადასცეს პროგრამაში მონაწილე სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც კაპიტალური ინვესტიციის დამატებით მისაღებად მოწყობილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი შენობა-ნაგებობა.“; ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტისას მონაწილეს მიღებული აქვს კაპიტალური ინვესტირება, სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს მონაწილისაგან მიღებული კაპიტალური ინვესტირების ღირებულების 100%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ან მისი დაბრუნება ამ პროგრამით დადგენილი წესით სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის გადასაცემად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები