„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016248
35
08/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
010250020.35.129.016248
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №35

2017 წლის 8 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში (სსმ, 22/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016239) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე

1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის პირველი მოადგილე  და  მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

3. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე.

4. მერის პირველი მოადგილე ზედამხედველობას ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურისა და სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის საქმიანობაზე.

5. მერის  მოადგილე ზედამხედველობას ახორციელებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის  და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობაზე.

6. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე:

ა) პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებენ ფუნქციებს  სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

გ) მერს წარუდგენენ წინადადებებს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;“.

ბ) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიინა ასანიძე