თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
07/12/2017
ვებგვერდი, 11/12/2017
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
თბილისის საქალაქო სასამართლო

ინფორმაცია

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში განისაზღვრა უფროსი კონსულტანტის – საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის, ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ანგარიში

2017 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან, მასმედიის წარმომადგენელთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან და ადვოკატთაგან შემოვიდა 780 განცახდება, საიდანაც დაკმაყოფილდა 421 განცხადება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 98 განცხადება, 259 განცხადებას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, 2 განცხადება გადაიგზავნა განსჯადობით, 8 გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, საიდანაც 3 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. 259 შემთხვევაში საქმე შეიცავდა მხარეების პერსონალურ მონაცემებს და საჭირო იყო სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება. დანარჩენ - 421 შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგების, მიღებული გადაწყვეტილებების ასლების, მათი განხილვის ვადების დაცვის, სასამართლო პროცესების განრიგის შესახებ, სხვადასხვა სახის საქმეთა სასამართლოს წარმოებაში არსებობის შესახებ ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა კატეგორიის დავებზე სასამართლო მასალებისა და აქტების ქსეროასლებს.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხის გაცემა მოხდა როგორც წერილობითი სახით, ასევე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე უფროსი კონსულტანტი – საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი http://tcc.gov.ge/, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებული. რაც შეეხება თვით სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას – სასამართლოს კოლეგიებს შექმნილი აქვთ მასალების აღრიცხვის (საძიებო) კომპიუტერული პროგრამა ექსელში.