დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში საჯარო ონფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში საჯარო ონფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ფიზიკური პირისგან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 1 (ერთი) განცხადება /წერილი.
ბ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება/წერილი არ შემოსულა.
გ) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 1 (ერთი) განცხადება, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პირთა პერსონალურ მონაცემებს, არ არსებობდა მათი თანხმობა ინფორმაციის გაცემის თაობაზე და არც სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტი. ინფორმაციის გაცემაზე უარი არ დაფიქსირებულა.
გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე: მაია წურწუმია – საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი).
დ) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევიათ;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
მინისტრი ქეთევან ბაკარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები