დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.165.016287 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/12/2017 - 26/01/2018)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლი პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №34 დადგენილება |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება
|
მუხლი
1. მერიის
ქონების
მართვის
, ეკონომიკური
განვითარების
, სტატისტიკის
, ინფრასტრუქტურის
, სივრცითი
მოწყობის
, არქიტექტურისა
და
მშენებლობის
სამსახური
1. მერიის ქონების მართვის , ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის , ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავებას , მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას , მუნიციპალიტეტის ქონების მართვას . 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად . 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით . მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან . 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია : ა ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ; ბ ) ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება . 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს . 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან . 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს განყოფილების ერთ -ერთ საჯარო მოხელეს . 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით . სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , მათ შორის , დაწინაურების , გადაყვანისა და ა .შ . წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად . მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების , პროგრამების და პროექტების მომზადებას , მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას ; ბ ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ; გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას ; დ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის , ინვესტორებთან თანამშრომლობის , შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე ; ე ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს ; ვ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ; ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას , უფლებრივ ზონირებას ; თ ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას ; ი ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ; კ ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას ; ლ ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ; მ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ; ნ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ; ო ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ; პ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების , მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების , აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას , ინვენტარიზაციას , მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას ; ჟ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას ; რ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე ; ს ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე ; ტ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის , შეძენის , პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე ; უ ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე , მოვლა -პატრონობაზე , მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ; ფ ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის , აქციონერის უფლება - მოვალეობათა განხორციელებას ; ქ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; ღ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა -პატრონობას ; ყ ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას ; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას ; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე ; შ ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; ჩ ) წყალმომარაგების (მათ შორის , ტექნიკური წყლით მომარაგების ) და წყალარინების უზრუნველყოფას ; ც ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე ; ძ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების , ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე ; წ ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას ; ჭ ) სასაფლაობის მოვლა -პატრონობას , შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას ; ხ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 4. სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ; გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ; ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ; ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ; ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ; თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ; ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ; კ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ; ლ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ; მ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ; ნ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ; ო ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ; პ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ; ჟ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ; რ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 5. სამსახურის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ; ბ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ; გ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ; დ ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე დასკვნების /პროექტების შემუშავებას ; ე ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით ; ვ ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას ; ზ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე ; თ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის , უფლებრივი ზონირების , ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე ; ი ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ; კ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ; ლ ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას ; მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები