საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016283
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
06/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
010250020.35.165.016283
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2017 - 26/01/2018)

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2017 წლის 6 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლი პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება“  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №36 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი



დანართი

საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება


მუხლი 1. მერიის იურიდიული სამსახური

1. მერიის  იურიდიული  სამსახური  (ტექსტში  შემდგომ სამსახური) არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის   სტრუქტურული   ერთეული,   რომელიც   უზრუნველყოფს   ადგილობრივი   თვითმმართველობის ორგანოებისა  და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ  მომსახურებას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის  წარმოებას,   საჯარო  ინფორმაციის   პროაქტიული   წესით   გამოქვეყნებას,   საჯარო  ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

2.   სამსახური   თავის   საქმიანობას   წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის,    მერიის   დებულების,   ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის  დებულების  მე-9 მუხლით. სამსახურის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის  უფროსის  უფლება-მოვალეობების  განხორციელება  შეიძლება  დაევალოს  სამსახურის  ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის  მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების,  მათ შორის, დაწინაურების,  გადაყვანისა  და  ა.შ.  წესები  განისაზღვრება  მერიის  დებულებით,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:

ა)   მერის,    მერიის    სამსახურებისა    და   თანამდებობის    პირების   იურიდიულ    კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) მუნიციპალიტეტის  თანამშრომელთათვის  კონსულტაციების  მიცემა საქართველოს  კანონმდებლობასთან მიმართებაში;

გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმების და სხვა დოკუმენტების  სამართლებრივ  გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

დ)  მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ)  საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას;

ზ)  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;

თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ი) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების  განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;

კ) განიხილავს  მერიის  სტრუქტურული  ერთეულების  მიერ მომზადებულ  ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;

ლ)   მოქმედი  კანონმდებლობით,  მერიის  დებულებით   და   მუნიციპალიტეტის   სხვა   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

მ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;

ნ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების,  უფლებამოსილებათა  შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ო) მუნიციპალიტეტის   მოსახლეობისათვის   სამართლებრივ   საკითხებზე   კონსულტაციებისა    და განმარტებების მიცემას;

პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.