,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016280
22
06/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
010250020.35.165.016280
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2017 წლის 6 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.07.2017; 010250020.35.165.016135) შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა

აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.“

2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით

„მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები

აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილება;

ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება.“.

3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ახდენს საკრებულოს კომისიებიდან და მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული სამართლებრივი აქტის პროექტების, შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად;“

4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი.“

5. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი–აპარატის უფროსი (შემდგომ აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი