საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1027
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
1027
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
0000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამეტო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა განისაზღვროს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესაბამისად.

2. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დებულების თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა (თან ერთვის). 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                 ზ. ჟვანია

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი.

1027Iს

 

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა

 

მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციათა ხვედრითი წილი შეადგენს: „მოქალაქეთა კავშირის“ 46,3%, „აღორძინების“ - 10,3%, „სახალხო (ეროვნულდემოკრატის“ 10,3%, „ლეიბორისტის“ - 6,0%" „ედპ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ 5,6%, „აფხაზეთის“ 4,7%, „იმედის“ 4,7%, „მაჟორიტარი საქართველოს რეგიონების“ 4,3%, „მამულის" 4,3%, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატებისა 3,45%.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან და ფრაქციების რაოდენობიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა კავშირს“ ყველა დელეგაციაში ერთად აქვს 120 ადგილი, „აღორძინებას" 26, „სახალხო (ეროვნულ-დემოკრატს)“ - 26, „ლეიბორისტს“ 19, „ედპ-ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ 14, „აფხაზეთს“ 14, „იმედს“ 14, „მაჟორიტარი-საქართველოს რეგიონებს“ 14, „მამულს“ - 14.

პარლამენტის წევრი, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული, გაწევრიანდება მხოლოდ ერთ დელეგაციაში.