დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 997 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ
საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 ბრძანებულების რეალიზაციის მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, უზრუნველყოს ერთი თვის განმავლობაში ძირითადი ფონდების შემფასებელთა მომზადებისა და მათთვის მოწმობების გაცემის საკითხების გადაწყვეტა.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის №295 და 1997 წლის 14 ივლისის №363 ბრძანებულებების შესაბამისად ძირითადი ფონდების აფასების თანხების საწესდებო კაპიტალში მიმართვა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1997 წლის 28 ოქტომბერი.
№997-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები