დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსჯავდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ 1983 წლის 21 მარტის ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 979 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/10/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.150.000.09.001.001.027 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ 1983 წლის 21 მარტის ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეუერთდეს საქართველო ევროპის საბჭოს 1983 წლის 21 მარტის კონვენციას „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“.
2. კონვენციის ქვემოჩამოთვლილ დებულებათა შესაბამისად საქართველო აცხადებს:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი – ამ კონვენციის დებულებათა განხორციელებისას სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში საქართველო გამორიცხავს მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას;
ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი – ამ კონვენციის მიზნებისათვის „მოქალაქეობა“ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს;
გ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი – ამ კონვენციის მიზნებისათვის საქართველო მოითხოვს, რომ გადაყვანის მოთხოვნას და თანდართულ დოკუმენტებს ახლდეს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე შესრულებული თარგმანი.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს დეპოზიტარს ამ კონვენციასთან საქართველოს შეერთებისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე.
თბილისი,
1997 წლის 17 ოქტომბერი.
№979–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები