დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 523 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020232 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017595) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დამამზადებელი – პირი, რომელმაც ინდივიდუალური წესით (საკუთარი ძალებით ან სერვისის საწარმოს მეშვეობით) დაამზადა თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება და მისი წინამდებარე მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით განცხადებით მიმართა აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მნიშვნელობა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მნიშვნელობებს.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დამუხრუჭებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგრადობისა და სამუხრუჭო სისტემების მოქმედების ეფექტიანობის მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდნენ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.“. გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში ნახშირჟანგის ზღვრული შემცველობა ბენზინის ძრავებისათვის და კვამლიანობის ზღვრული დონე დიზელის ძრავებისათვის არ უნდა აღემატებოდეს „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ზღვრულ მნიშვნელობებს.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის: ა) პირველი – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, მისი დამამზადებელი მიმართავს ამ მომსახურებაზე აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი მონაცემების (ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მიხედვით) კონსტრუქციის აღწერილობა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, გამოყენებული აგრეგატებისა და კვანძების ჩამონათვალით, მათი ნომრების (არსებობის შემთხვევაში) მითითებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე, ინსპექტირების ცენტრი ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო სამუშაოების მოცულობიდან ან/და სირთულიდან გამომდინარე, ინსპექტირების ცენტრმა შეიძლება მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაცია იძლევა სრულფასოვანი ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას. 3. ინსპექტირების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ და სხვა შესაბამისი რეგლამენტების, აგრეთვე ევროსაბჭოს დირექტივებისა და ეეკ წესების მოთხოვნებით, სახელმწიფო სტანდარტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. ინსპექტირების ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების ინსპექტირების ცენტრში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში ახორციელებს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ ექსპერტიზას ამ რეგლამენტის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპერტიზის აქტის (შემდგომში – ექსპერტიზის აქტი) გაფორმებას ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გაფორმებიდან 3 დღის ვადაში გადაეცემა დამამზადებელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ცენტრში. ექსპერტიზის აქტის ფორმა და შინაარსი გათვალისწინებულია ამ რეგლამენტის დანართით. 5. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, შექმნას თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპერტიზის შედეგების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ინახება დამამზადებლის მიერ წარდგენილ და ინსპექტირების ცენტრის მიერ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.“; ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარბენის/ვადის ამოწურვის შემდეგ დამამზადებელი, ამ რეგლამენტის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, თვითნაკეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას განმეორებით წარუდგენს ინსპექტირების ცენტრს. ექსპერტიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრი ექსპერტიზის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში დამამზადებელზე გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ განსაზღვრულ თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც წარედგინება მომსახურების სააგენტოს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნით. ექსპერტიზის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრი აღნიშნულის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში, წერილობით აცნობებს მომსახურების სააგენტოს. 10. ექსპერტიზის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში დამამზადებელს უფლება აქვს გამოასწოროს ექსპერტიზის აქტში მითითებული შეუსაბამობები და განცხადებით ხელმეორედ მიმართოს აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრს თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართი ჩამოყალიბეს თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. |
|
„დანართი
|
ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპერტიზის
|
ა ქ ტ ი
№ –––––– ქ. თბილისი „–––––“––––––––––– 20 წ.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრის დასახელება, მისამართი, ტელეფონი)
ექსპერტებმა შემდეგი შემადგენლობით: ------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა) ------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა) -------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------
„ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
20------ წლის „ “ ------------------- № ------------- დადგენილების საფუძველზე, განახორციელეს -------------------- ----------------------------------------- მიერ, ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი)
(დამამზადებლის დასახელება, მისამართი)
ავტოსატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება) ----------------------------------------------------------------------------------------------------- (სახელწოდება და ტიპი)
ტექნიკური ექსპერტიზა. ტექნიკურ ექსპერტიზას ესწრებოდნენ:
1. ----------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა)
2. ------------------------------------------------------------------------------- ექსპერტიზის შედეგად დადგინდა:
I. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი პარამეტრები:
ა) დამამზადებლის მიერ თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიკუთვნებული სახელწოდება ---------------------------------------------------------------------------------------------
ბ) თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების:
ბ.ა) ტიპი -------------------------------------------------------------------------------
ბ.ბ) აღჭურვილი მასა (კგ) -----------------------------------------------------------
ბ.გ) სრული მასა (კგ) -----------------------------------------------------------------
ბ.დ) დასაჯდომი ადგილების რაოდენობა (ადგილი) და/ან ტვირთამწეობა (ტ) ---
ბ.ე) მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ) -------------------------------------------------
ბ.ვ) ღერძებზე მოსული დასაშვები მაქსიმალური მასები (კგ) ------------------
ბ.ზ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე (კგ) ----------------------
ბ.თ) გაბარიტული ზომები (მმ) -----------------------------------------------------
ბ.ი) გამოყენებული საბურავების აღნიშვნები და ზომები (მმ) -----------------
გ) თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის:
გ.ა) მარკა და ტიპი --------------------------------------------------------------------
გ.ბ) მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (ცხ.ძ.) ---------------------------------
გ.გ) აღჭურვილი მასა (მოწყობილობებთან და გადაბმულობასთან ერთად) (კგ) ---
გ.დ) კუთრი სიმძლავრე (ცხ.ძ/ტ) ---------------------------------------------------
II. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის აღწერილობა და გამოყენებული აგრეგატებისა და კვანძების ნომრების შესაბამისობა დამამზადებლის განცხადებაში მითითებულ მონაცემებთან:
------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------
III. თვითნაკეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მახასიათებლების დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობის შეფასების შედეგები:
* მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კონკრეტულად უნდა მიეთითოს ის მახასიათებლები და პარამეტრები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
IV. საექსპერტო დასკვნა: ------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერები: ექსპერტები ---------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი) ------------------------------------------------------------------------------------------ დამსწრე პირები: --------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი) ------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------
ექსპერტებისა და დამსწრე პირების განსხვავებული აზრი: -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები