„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016295
63
04/12/2017
ვებგვერდი, 12/12/2017
010250050.35.107.016295
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63

2017 წლის 4 დეკემბერი

დაბა ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს  №20  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016222) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  №1 დანართის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

 ეს წესი შემუშავებულია ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების, ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილების, სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე და განსაზღვრავს ამ წესის შესაბამისად, ჩხროწყუს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (შემდგომში – მერის წარმომადგენელი)  მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.“;

 ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  მერის წარმომადგენლის ფუნქციები და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტები

1. მერის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებით და ამ წესის შესაბამისად.

2. მერის წარმომადგენელი:

ა)  საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მომართავენ მას წერილობით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის ან ადგილზე არყოფნის შემთხვევაში) ასევე ზეპირი ფორმით და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით (პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი), თუ პიროვნება მერის წარმომადგენლისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა ოქმის შედგენის მოქმედების ჩაწერა ვიდეო ფაილის სახით;

ბ) ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით მერის წარმომადგენელი: უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი ოქმი ხელმომწერი პირის გარდა, არანაკლებ ორი მოწმის თანდასწრებთ, რომელიც ხელს აწერს ოქმს; ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობის შესაძლებლობის ფარგლებში; ადგენს ოქმის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით (მოქალაქის პასპორტი/პირადობის მოწმობა/აიდი ბარათი).

3. თუ მერის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას ოქმის შედგენაზე.

4.  მერის წარმომადგენელი ვალდებულია ოქმის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს ოქმის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს ოქმში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.  ოქმში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).

6.  მერის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.

7.  მერის წარმომადგენელს უფლება აქვს:

ა)   უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას;

გ)   ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.

8.  მერის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და სხვა მოქმედი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცნობა გაიცემა მერის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა