დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია |
| მიღების თარიღი | 05/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ თავის დებულებების შესრულების თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 201 7 წლის ანგარიში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 49 განცხადება, ყველა მათგანი დაკმაყოფილებულ იქნა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს 2017 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა 2017 წლის მანძილზე არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელის ნინო სუხიაშვილის მიერ.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
საჯარო მოსამსახურეების მიერ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დარღვევას, აგრეთვე პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო დაწესებულებებთან, ისე არასამთავრობო, საერთაშორისო და მედია ორგანიზაციებთან.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის
მეორადი სტრუქტურული ერთეულის საზოგადოებასთან
ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი ნინო სუხიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები