დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 03 ოქტომბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 05/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240040.45.050.016007 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 03 ოქტომბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის/პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №
1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ –
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების/სსიპ –
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 03 ოქტომბრის №
4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 03 ოქტომბრის №
4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსტიტუტში შემავალი განყოფილებები და ლაბორატორიებია: ა) გეომეტრიული გაზომვების ეტალონური განყოფილება: ა.ა) ხაზოვან სიდიდეთა გაზომვის ლაბორატორია; ა.ბ) კუთხურ სიდიდეთა გაზომვის ლაბორატორია. ბ) ელექტრული გაზომვების ეტალონური განყოფილება: ბ.ა) სიმძლავრის, დიდი დენების და მაღალი ძაბვის ლაბორატორია; ბ.ბ) დენის, ძაბვის და წინაღობის ლაბორატორია; ბ.გ) მუდმივი ძაბვის ლაბორატორია. გ) მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ეტალონური განყოფილება: გ.ა) მასის ლაბორატორია; გ.ბ) მოცულობის ლაბორატორია; გ.გ) სიმკვრივის ლაბორატორია. დ) მექანიკური გაზომვების ეტალონური განყოფილება: დ.ა) ნივთიერებათა ხარჯის ლაბორატორია; დ.ბ) მოძრაობის (ვიბრაციის) პარამეტრების ლაბორატორია. ე) რადიაციული მეტროლოგიის ეტალონური განყოფილება: ე.ა) დოზიმეტრული ლაბორატორია; ე.ბ) გამოსხივების აქტიურობის განმსაზღვრელი ლაბორატორია; ე.გ) რადიოქიმიური ლაბორატორია. ვ) რაული კანკიას სახელობის რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტის ეტალონური განყოფილება: ვ.ა) რადიოელექტრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია; ვ.ბ) დროისა და სიხშირის ლაბორატორია; ვ.გ) ფოტომეტრიისა და რადიომეტრიის ლაბორატორია; ვ.დ) აკუსტიკური გაზომვის ლაბორატორია. ზ) ფიზიკურ-ქიმიური ეტალონური განყოფილება: ზ.ა) კონდუქტომეტრიის ლაბორატორია; ზ.ბ) PH-მეტრიის ლაბორატორია; ზ.გ) სტანდარტული ნიმუშების ლაბორატორია. თ) ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონური განყოფილება; თ.ა.) ტემპერატურის ლაბორატორია; თ.ბ) ტენიანობის ლაბორატორია. |
| მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 03 ოქტომბრის №
4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების სხვა მუხლები და პუნქტები დარჩეს უცვლელი.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 05 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები