„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა რეესტრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აგვისტო №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.166.016348
51
04/12/2017
ვებგვერდი, 11/12/2017
270070000.35.166.016348
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა რეესტრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აგვისტო №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა რეესტრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა რეესტრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აგვისტო №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09.08.2017, 270070000.35.166.016321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა რეესტრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრი და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.“

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული  დანართის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა რეესტრი და თანამდებობრივი სარგოები“.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში ცხრილის პირველი, მე-2 და მე-3   პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თანამდებობათა რეესტრი

თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები ლარებში

1

მერი

2650

2

მერის პირველი მოადგილე

1400

3

მერის მოადგილე

1300

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი