დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34 |
დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.150.016132 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.150.016107) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N28 დადგენილებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით.
(თან ერთვის) |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
თავი I
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 2413.3 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 3. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 2413.3 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებიმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 2449.3 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში მუხლი 5. განისაზღვროს არაფინანსური აქტივების კლებისა და ზრდის ფუნქცია თანდართული რედაქციით
მუხლი 6. განისაზღვროს ფინანასური აქტივების ცვლილება თანდართული რედაქციის მიხედვით.
მუხლი 7. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 8.1 დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 90.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 40.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 43.5 ათასი ლარი; გ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 6.5 ათასი ლარი. მუხლი 9. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილების მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 9. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 10.1 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ათას ლარებში 10.1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
10.2 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ახლგორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლების საცხოვრებელი უბნების ეზოების დაგვა-დასუფთავება და ნაგვის გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა-შენახვა, საოჯახო საკანალიზაციო არხების ამოწმენდა, ადგილობრივი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და გარეგანათების ქსელის მოვლა-პატრონობა.
ათას ლარებში 10.2.1კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) წეროვანის, წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა-შენახვის პროგრამა, საოჯახო საკანალიზაციო სისტემების გარე ქსელის ამოწმენდის სამუშაოები, წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) წეროვანის, წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ადგილობრივი წყლის სისტემების რეაბილიტაციას. ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლების შიდა გზების დაგვა-დასუფთავება.ფრეზეთის დევნილთა დასახლებიდან ნაგვის გატანა.ასევე წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დასახლებების ზამთრის ნარჩენებისაგან გაწმენდა. გ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული საკანალიზაციო გამწმენდი კოლექტორის მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია.ამასთან ერთად საოჯახო საკანალიზაციო სისტემების ამოწმენდა და რეაბილიტაცია. დ) გამწვანების ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგამის ფარგლებში წეროვანის დევნილთა დასახლებაში დაგეგმილია მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. ე) გარე-განათების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში წეროვანის წილკნის და ფრეზეთის დასახლებაში დაგეგმილია გარეგანათების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. 10.3 განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიზნით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება
ათას ლარებში ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) წეროვანის დევნილთა დასახლებაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს სამი საბავშვო ბაგა-ბაღი(წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი), სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 550 ბავშვი. დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის თანამშრომელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, კვებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღის რეაბილიტაცია. ბ)ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე საღმზრდელო დაწესებულება – წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლი (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასკოლო ასაკის ბავშვთა სკოლისგარეშე სფეროში ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირება. ახალგაზრდულ სახლში არსებობს ხატვის, ქსოვის, მინანქრის, მხარეთმცოდნეობის, ჭადრაკის, ჭრა-კერვის, გალობის, მათემატიკის, ქართულისა და ქიმიის შემსწავლელი წრეები, სადაც დევნილი ბავშვები სკოლის გაკვეთილების შემდეგ იღებენ დამატებით განათლებას. ახალგაზრდულ სახლს ჰყავს 210- მდე სკოლის ასაკის ბენეფიციარი. 10.4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ათას ლარებში
10.4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგორის მუნიციპალიტეტის სასპორტო კომპლექსური სასპორტო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ა) სპორტული ღონისძიებების (პროგრამული კოდი 05 01 01) 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები მოხდება მათი დაფინანსება. არსებული პროგრამა ემსახურება 200-მდე სკოლის ასაკის სპორტსმენს. 10.4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წეროვანის დევნილთა დასხლებაში არსებული კულტურის სახლის, ახალგორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის, ბიბლიოთეკების გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ა) ახალგორის სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებობს მუსიკალური სკოლა ექვსწლედით, სადაც სწავლობს 70-მდე მოსწავლე, მათი მონაწილეობით ტარდება კლასიკური და ხალხური მუსიკის კულტურული ღონისძიებები. ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული ცენტრალური ბიბლიოთეკა. გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 04) წეროვანის დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლის არსებობას განაპირობებს კულტურული ტრადიციების დაცვისა და მხარის ღირსეულად წარმოცენის დიდი სულისკვეთება.კულტურის სახლი ემსახურება ახალგაზრდა ხელოვანებს და დასახლებაში არსებულ ანსაბლებებს ხელს უწყობსადგილობრივ მოსახლეობისათვის მათი რეპერტუარის გაცნობას. 10.4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეკლესია – მონასტრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.და ფინანსდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის გავლით. ამასთან ერთად ფინანსდება, წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებულ ეკლესიის კომუნალური გადასახადები, მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები. 10.5 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 10.5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე დასახლებებში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; 10.5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგორიდან დევნილი იმ მოსახლეობის დახმარება, რომელთაც კონკრეტული გამოკვლევის, ოპერაციის ან მკურნალობის დაფინანსება სრულად არ არის გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევით. ბ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილა მარჩენალდაკარგულ პირთა ერთჯერადი დახმარება. ახალგორიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება ოჯახზე, რომლის ოდენობაც შეადგენს 400 ლარს. გ) ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახისთვის ბავშვის შეძენაზე, რომლის ოდენობაც შეადგენს 300 ლარს. თავი III ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 11. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები