დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016342 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/11/2017, 010250050.35.137.016313), კერძოდ:
1) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სტრუქტურული ერთეული – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას;“ 2) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შექმნილი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას;“ 3) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრუქტურული ერთეული ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებისგან ქმნის მონიტორინგის გუნდს, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.“ 4) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები