დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44 |
დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.166.016341 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 26.12.2016, 190020020.35.166.016296) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
მუხლი 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით შემოსავლები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით შემოსავლები 13876,4 ათასი ლარი.
ათას ლარებში
მუხლი 4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გადასახადები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გადასახადები 3700,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გრანტები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გრანტები 9042,2 ათასი ლარით.
მუხლი 6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით სხვა შემოსავლები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 1134.2 ათასი ლარით.
მუხლი 7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8229,1ათასი ლარით.
მუხლი 8 გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5591,1 ათასი ლარით. ა) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5951,1 ათასი ლარით:
ბ) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 260.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 9. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 182.9 ათასი ლარით. მუხლი 11. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 835,8 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება – 652,9 ათასი ლარით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 160.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ააიპ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური – 77,7 ათასი ლარი; ბ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – 82,3 ათასი ლარი.
თავი II ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 15. გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები. გატარდება კეთილმოწყობის ღონისძიებები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქვეპროგრამები: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (03 01 ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (03 02 ) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა (03 02 ) კეთილმოწყობის სამუშაოები (03 03). ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების საუბნო გზების მოასფალტება, ქალაქის ცენტრალური და შიდა გზების მოვლა-შენახვა. დაგეგმილია გზების რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ღირებულების თანადაფინანსება, ფონდიდან დაფინანსდა თორმეტი პროექტი, ქ. გურჯაანში გოგებაშვილის ქუჩის და გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია, ქ. გურჯაანში ნინოშვილის ქუჩის მოასფალტება, ქ. გურჯაანში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობა, ქ. გურჯაანში ფურცელაძის ქუჩის მოასფალტება, სოფ. მუკუზანსა და სოფ. ზეგაანში შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფ. კაჭრეთსა და სოფ. ზემო კაჭრეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, სოფ. კალაურში სადგურის უბნის გზის მოასფალტება, სოფ. ვეჯინში კეჭის სასაფლაოს გზისა და საბავშვო ბაღის გზის რეაბილიტაცია, სოფ. შაშიანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, სოფ. ვაჩნაძიანში შიდა საუბნო (სადგურის) გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა (II ეტაპი), სოფ. ჩუმლაყში შიდა გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება (II ეტაპი), სოფ. ბაკურციხეში „ვანჩუკაანთ“ უბანში გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, სოფ, ძირკოკში საუბნო გზის რეაბილიტაცია და სოფ, გურჯაანის №2 საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სულ 13188 მეტრი ახალი გზის საფარის დაგება და 6700მეტრი ახალი სანიაღვრე არხების მოწყობა. ამ პროექტების განხორციელებით ისარგებლებს 31100 ბენეფიციარი, ასევე ადგილობრივი დაფინანსებით განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; · მოსახლეობის შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მეტი მოასფალტებული სოფლის ქუჩები; ბ.ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე სოფლების სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია, სოფლად ახალი ჭაბურღილების ბურღვა და სოფლის ახალი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა; რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა სოფ. მუკუზანსა და სოფ.ზეგაანში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სოფელ კარდენახში შაკიაანთ უბანში ჭაბურღილის მოწყობა, სოფ. ზემო კაჭრეთში ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარებთან ერთად, სოფ. ბაკურციხეში, ჭაბურღილის მოწყობა რეზერვუარებთან ერთად, დამონტაჟდება 8 ცალი რეზევუარი და მოეწყობა 9582 მეტრი ახალი წყლის ქსელი თანხით 479,1 ათ. ლარი, ასევე განხორციელდა ჭაბურღილებისა და ახალი ქსელების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · მოსახლეობის წყალმომარაგების მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სოფლად მოსახლეობის ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა წყლით მომარაგება; ბ.ბ) ააიპ „გურჯაანის მუნიციპალური სერვისი“ (პროგრამული კოდი 03 02 02 02) ქვეპროექტის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა-საუბნო და ცენტრალური ქსელების მოვლა-პატრონობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლის მომარაგების რეგულირება და დაზიანების სწრაფი აღმოფხვრა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით შექმნილი შეფერხებების მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოფხვრა და დაზიანებების შემცირების ხელშეწყობა; ბ.გ) გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა; მომსახურების ხარისხიანობის დონის ამაღლება, მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების დაფარვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა; · კრიმინალური ფაქტორების შემცირება; · განათებული ქუჩების რაოდენობა და განათების ინტენსივობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები · მაქსიმალურად განათებული ქალაქისა და სოფლის ცენტრალური ქუჩები; ბ.დ) დასუფთავების ღონისძიებები – შპს „კეთილმოწყობა“ (პროგრამული კოდი 03 02 04 02 ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „კეთილმოწყობას“ განესაზღვრა სუბსიდია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და გამგეობის შენობის დასუფთავებისათვის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან განხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; ყოველდღიურად დაიგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები, ბაღები და მოედნები. დასუფთავდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის (55კმ) მიმდებარე ტერიტორია. შუალედური შედეგი: · ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ქალაქის ტერიტორიაზე დაგვილი და დასუფთავებული ქუჩების რაოდენობის ზრდა; · მოსახლეობაზე ორიენტირებული სუფთა და ეკოლოგიური გარემოს შექმნა ბ.ვ) ააიპ „ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური“ (პროგრამული კოდი 03 02 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნიადაგისა და წყლის საანალიზო სინჯების აღება არსებულ სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლის; მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების მიზეზების აღმოჩენის, ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და სხვა აუცილებელი ლაბორატორიული კვლევისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო მავნე ზეგავლენის შეფასების მიზნით. შუალედური შედეგი: · ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოზე ზრუნვის ხელშეწყობა. ჯანმრთელი და არაინფიცირებული მოსახლეობის რაოდენობა; გ) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების მომზადების, ძირითადი ქონების აუდიტორული შეფასების სამუშაოები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები; გ.ა) საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · საკანალიზაციო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; · სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ქუჩების წყლის ნაკადისგან დასაცავად, სანიაღვრე არხებში წყალგამტარიანობის გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მეტი გზის დაცვა წყლის დაზიანებისგან; · მოწესრიგებული კანალიზაციის სისტემის ზრდა. გ.ბ) თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოსაცემი ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პასპორტირებისა და აუდიტორული მომსახურება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აუქციონზე გასაყიდად გასატანი მიწებისა და ძირითადი ქონების შეფასება. მიწების საკადასტრო აზომვითი სამუშაოების შესყიდვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · ადგილობრივი შემოსავლების გაზრდა; · მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; · მუნიციპალური შენობების იერსახის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; · ინვესტიციების ზრდა; გ.გ) ხევების რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევების პრევენციული გაწმენდა-რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი · საცხოვრებელი სახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სოფლის გზების დატბორვის საშიშროების აღმოფხვრა; · ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ხევებზე წყალგამტარიანობის გაუმჯობესება; · უსაფრთხო, გაწმენდილი ხევების რაოდენობის ზრდა; დ) დაიგეგმა სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალი და ამორტიზირებული ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობას კომფორტულ გარემოში მიიღოს ამბულატორიული მომსახურება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება კარგ სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებში. · შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ხარისხიანი მომსახურების მიღება; ე) ბინათმშენებლობა, პროგრამის მიხედვით განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული გაზის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი შენობის შემოღობვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · მოსახლების უსაფრთხოების დაცვა. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი განათლების და პროფესიული დაოსტატების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსება თვითმმართველი ერთეულის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მოხდება ბაღების გაზიფიცირება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 37 სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც სწავლობს 2230 აღსაზრდელი. გათვალისწინებულია დღეში ორჯერადი კვება, თითოეულ ბავშვზე კვების ხარჯი დღეში იგეგმება 1,10 ლარი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: • აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა; • საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი. შედეგების შეფასების ინდიკატორები: • სათანადოდ აღჭურვილი საბავშვო ბაღების რაოდენობა; • აღსაზრდელთა რაოდენობა ბ) პროფესიული განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის“ დაფინანსება. ბავშვთა პიროვნული განვითარებისა და თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნებისა და პროფესიული დაოსტატების ხელშემწყობი ღონისძიებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · მოზარდთა შემოქმედებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მოზარდთა დაინტერესების ზრდა და მათი შემოქმედებით საგანმანათლებლო აქტივობის ამაღლება. გ) „წარჩინებულ პირველკურსელთა და მოსწავლეთა წახალისება“ (პროგრამული კოდი 04 06) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პირველკურსელ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლადამთავრებულ სტუდენტთა წახალისება, კომისიის მიერ შეირჩევიან სტუდენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მიიღეს მაღალი ქულები. აგრეთვე, ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლის წარჩინებული მოსწავლეების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც განსაკუთრებული მიღწევის გამო საჭიროებენ დაფინანსებას განათლების რომელიმე სფეროში.“ (შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შესაბამისად) მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · მოსწავლეთა საგანმანათლებლო დონის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მოზარდთა დაინტერესების ზრდა მათი შემოქმედებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებისთვის. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) სპორტისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების, სახელოვნებო სკოლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, ასევე სპორტისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება. ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. - სპორტის განვითარების ხელშეწყობა ; - კულტურის განვითარების ხელშეწყობა; - ახალგაზდული პროგრამების დაფინანსება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ჭიდაობა, ფეხბურთი, ჭადრაკი, კრივი, ფრენბურთი, კალათბურთი, მკლავჭიდი, რაგბი) ახალგაზრდობის ჩართულობა; ჩასატარებელ რაიონულ და საქალაქთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და მათი ჩატარების ორგანიზება. სპარტაკიადები მოსწავლეთა შორის. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · სპორტული ღონისძიებისა და სრულყოფილი სასპორტო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ხელშეწყობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები · სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობის ზრდა; · ახალგაზრდობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ სექტორში ჩართულ მოზარდთა რაოდენობის ზრდა; · ჩატარებულ ღონისძიებების რაოდენობა. ა.ა) სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 00) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ააიპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“, ააიპ საფეხბურთო კლუბ „ალაზანის“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2017 წლის განმავლობაში დაფინანსდება ჭადრაკის, ფეხბურთის, ჭიდაობის (ქართული, თავისუფალი, ძიუდო), კრივის, რაგბის, მკლავჭიდის, კალათბურთის, ფრემბურთის და კარატეს შემსწავლელი წრეები. ჩატარდება კომპლექსური სპარტაკიადები. სპორტულ სკოლებში სულ დასაქმებულია 44 მწვრთნელი, რომელიც ემსახურება 610 ბავშვის აღზრდას. ა.ბ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადა, ტურნირი მკლავჭიდში, კომპლექსური სპარტაკიადა მოსწავლეთა შორის, საგაზაფხულო პირველობა მინი-ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის, ალ. ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში, კომპლექსური სპარტაკიადა მოსწავლეთა შორის, ქ. გურჯაანის ღია პირველობა კრივში, ტრადიციული ტურნირი ძიუდოში კადეტთა შორის. მიმდინარე წელს გაიხსნება საცურაო აუზი, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდთა ფიზიკურ ჯანმთელობას. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდობის ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: · ქვეყნის ნაკრები გუნდები შეივსება ახალგაზრდა პერსპექტიული გურჯაანელი სპორტსმენებით; · სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა; · სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · სპორტულ ჯგუფებსა და სექციებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობის ზრდა. · სპორტულ ტურნირებში პრიზიორების რაოდენობის ზრდა. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების: ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნები სკოლების, თეატრების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები; ბ.ა) კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტი აფინანსებს ააიპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას“, რომლის მიზანია განახორციელოს მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), ხელსაყრელი პირობების შექმნის, პიროვნების შემოქმედებითი განვითარების, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება-დაცვის და ამ დოკუმენტებით მოსახლეობის მომსახურების მიზნით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი“, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ფოლკლორის, ხელოვნების სხვა დარგების დაცვა და პოპულარიზაცია, მოსახლეობის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარება. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ააიპ „გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებას“ და ააიპ „გურჯაანის სამხატვრო სკოლას“. სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, ვიოლინო, მუზიცირება, სამხატვრო ხელოვნება. სახელოვნებო სასწავლებელი ამზადებს კადრებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე ფინანსდება ააიპ „მრავალჟამიერი 1“, რომლის მიზანია ასწავლოს და შეინარჩუნოს ქართული ხალხური ფოლკლორული სიმღერები. ააიპ „ველისციხის თეატრის“ და სსიპ „ქ. გურჯაანის თოჯინების თეატრის“ დაფინანსება ხორციელდება თეატრის ძირითად ფუნქციების, მიზნებისა და საქმიანობისათვის, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის წარმოდგენებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელების, თეატრალური ხელოვნების პროპაგანდისა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა-დაოსტატების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა და წარმოჩენა; ბ.ბ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 07) აღნიშნული პროგრამით ფინანსდება: ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ფესტივალი „გაზაფხულის ფერები“ , ღონისძიებები: ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, ბავშვთა დაცვის დღე, გავერთიანდეთ ხელოვნებაში, ღონისძიება „გურჯაანობა“, საახალწლო ღონისძიება, კულტურული ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილის მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში; · ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩინება და ხელის შეწყობა; · მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · კულტურის სხვადასხვა დარგში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა; · ახალგაზრდების თავისუფალი დროის შინაარსობრივი და ეფექტური ხარჯვა; გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საშობაო მსვლელობა, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?’’, ტრენინგები ახალგაზრდებისთვის (X, XI, XII. კლასის მოსწავლეებისათვის), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძეგლების დასუფთავება და მათი ისტორიის სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, შეხვედრა ცნობილ პოეტებთან, ბავშვთა დაცვის დღე, მსოფლიო ახალგაზრდობის დღე კონცერტი, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის? (საშემოდგომო სერია) ამ ღონისძიებების მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით ხორციელება სხვადასხვა პროექტები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; · თავისუფალი დროის რაციონალური ხარჯვა; · ინტელექტუალური დონის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · წარმატებული და ინიციატივიანი, საზოგადოებრივად აქტიური, ინფორმირებული ახალგაზრდები; · ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსულობების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, ავადობის აქტიური გამოვლენა და დაავადებების აღმოფხვრის მიზეზთა და რისკფაქტორთა დადგენა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · ეპიდემიოლოგიური დაავადებების შემცირება შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ინფორმირებული მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი. · ჩატარებული ღონისძიებების ზრდის მაჩვენებელი; ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას; ბ.ა) ვეტერანთა სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის დაკრძალვის, სარიტუალო მომსახურებისათვის ფინანსურ დახმარებას; ბ.ბ) „ახალშობილთა დახმარების “ პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 01) „ახალშობილთა დახმარების“ პროგრამა ითვალისწინებს მატერიალურ დახმარებას ყოველ ახალშობილზე (თითოეულზე 300 ლარის ოდენობით); ბ.გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეკონომიურად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება, დიალიზზე მყოფი მოსახლეობის ტრანსპორტირების ხარჯი და მრავალშვილიანი ოჯახების ელ.ენერგიის გადასახადი; ბ.დ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების მედიკამენტური და სამედიცინო მომსახურებისათვის თანადაფინანსებას; ბ.ე) ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 02) დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება და ქირით სარგებლობის დახმარება; ბ.ვ)ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა სწავლების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 05) ერთჯერადად გადაირიცხება ობოლ და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტთა სწავლების თანადაფინანსება მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით; ბ.ზ) ააიპ – სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომა“ (პროგრამული კოდი 06 02 02 04 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი 200 ბენეფიციარის ყოველდღიური, უფასო კვების უზრუნველყოფა; ბ.თ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 02) მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილზე (18 წლამდე)) ყოველთვიური მატერიალური დახმარება (თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით); ბ.ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 02 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს; ბ.კ) ონკოლოგიურ და სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებულთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01 02) დახმარება გაეწევა წელიწადში ორჯერ, რომლებიც დაავადებულნი არიან ონკოლოგიური და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: · ბენეფიციართა მიმართ მუნიციპალიტეტის მხრიდან ყურადღებისა და თანადგომის გამოვლენა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: · წარმატებული სოციალური პროექტების ზრდა. მუხლი 16. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები