დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №118 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016270 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №118 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის
61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს № 118 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016091) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კომისიის სტატუსი 1. ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია), წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია უზრუნველყოფს ამ დებულებით დადგენილი საკითხების განხილვას: საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და საკრებულოს რეგლამენტით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის შესახებ;“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“. ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები