„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №120 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016268
48
04/12/2017
ვებგვერდი, 11/12/2017
010250020.35.124.016268
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №120 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალაგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №120 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №120 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016095) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ  საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის   პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია (შემდგომში კომისია), წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია უზრუნველყოფს ამ დებულებით დადგენილი საკითხების განხილვას: საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკრებულოს რეგლამენტით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე