დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №117 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.124.016267 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №117 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის
61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №117 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016092) დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კომისიის სტატუსი 1. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია), წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია უზრუნველყოფს ამ დებულებით დადგენილი საკითხების განხილვას: საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურდიული პირების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და საკრებულოს რეგლამენტით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“, „ვ“, ლ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მუნიციპალიტეტის მერისათვის გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;“ „ვ) განიხილავს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შერულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;“ „ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წინა წელს განხორციელებული შესყიდვების გეგმის ანგარიშის თაობაზე;“ „ო) განიხილავს აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვნას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამომხსენებელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას;“ „პ) განიხილავს მუნიციპალიტეტის მერის წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების განაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები