დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 3 იანვრის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 199 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 06/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016129 |
|
„საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 3 იანვრის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჰაერო მოძრაობის სამსახურის და საშუალებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 3 იანვრის №01 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03.01.2014 წ, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016064) დამტკიცებულ „საჰაერო მოძრაობის სამსახურის და საშუალებების სერტიფიცირების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამსახურის მეთვალყურეების და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი და სამუშაო ინსტრუქციები. მეთვალყურეების თანამდებობრივ და სამუშაო ინსტრუქციებში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) IV ნაწილის, მე-2 განყოფილების, პირველი თავის 1.9 პუნქტისა და დამატება „ბ“-თი განსაზღვრული საკითხები;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მეთვალყურეებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა. მეთვალყურეების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) IV ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-3 თავის საკითხებს, ხოლო საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის-ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 10057-ის საკითხებს;“; გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამსახურის მეთვალყურეთა ცვლ(ებ)ის დაკომპლექტების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) IV ნაწილის, პირველი განყოფილების, პირველი თავის მოთხოვნები;“; დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ექსტრემალურ პირობებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, გაფიცვა და სხვა) სამსახურის ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე, მეთვალყურეთა სამუშაო ადგილების რეზერვირების საკითხები (წესი, ინსტრუქცია, ბრძანება ან სხვა). ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში გათვალისწინებული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) დამატება „C“ მოთხოვნები და ასახული უნდა იყოს, ექსტრემალურ პირობებში, სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობა. ე) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სმმ-ს მონაცემების ჩაწერის, შენახვის, სიზუსტის, სისრულის, აგრეთვე ინფორმაციის შენახვის ვადების დაცვის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) პირველი ნაწილის მე-2 განყოფილების მე-8 თავის 8.4 პუნქტის მოთხოვნებს;“; ვ) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) იმ საჰაერო სივრცის სტრუქტურის სქემა (არეების, საზღვრების ჩვენებით), რომლის ფარგლებშიც სამსახურმა უნდა განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება. სქემაში ასახული უნდა იყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების რაიონის, აეროდრომის ზონის, საჰაერო ტრასების, ფრენის შეზღუდული, აკრძალული, სახიფათო და სხვა სახის არეების საზღვრები; „ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ამ სამუშაოებში მონაწილე ორგანოებთან/სტრუქტურებთან სამსახურის ურთიერთქმედების წესი.“. |
2.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ამოცანებიდან გამომდინარე განმცხადებელს გააჩნია საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებული და სააგენტოს მიერ აღიარებული შემდეგი ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა: ა.ა) სანავიგაციო საშუალებები; ა.ბ) საავიაციო კავშირგაბმულობის საშუალებები/აღჭურვილობა; ა.გ) სარადიოლოკაციო საშუალებები; ა.დ) სმმ-ს ავტომატიზებული სისტემა, რომელიც გამოსახავს ავიამეთვალყურის სამუშაო პოზიციაზე დამუშავებულ რადიოლოკაციურ ინფორმაციას. ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართით, ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის პირველი განყოფილებით და ამ წესის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განმცხადებელს შეუძლია უზრუნველყოს: გ.ა) საჰაერო ხომალდების შეჯახების თავიდან აცილება; გ.ბ) სამანევრო ფართზე მყოფი საჰაერო ხომალდების შეჯახების თავიდან აცილება, ამ ფართზე არსებულ დაბრკოლებებთან; გ.გ) საჰაერო მოძრაობის მოწესრიგებული ნაკადის აჩქარება და შენარჩუნება; გ.დ) უსაფრთხო და ეფექტური ფრენების უზრუნველსაყოფად საჭირო აუცილებელი კონსულტაციების გაწევა, ინფორმაციის მიწოდება; გ.ე) ხიფათში მყოფი და/ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდ(ებ)ის შესახებ სათანადო ორგანოების/სამსახურების და საძებნ-სამაშველო სამსახურების/რაზმების შეტყობინება და მათთან უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა; დ) სამსახურის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან სამსახურებრივად დაკავშირებული სპეციალისტების განათლება და კვალიფიკაცია შესაბამისობაშია „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის“ 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების მოთხოვნებთან; ე) სამსახურის: ე.ა) ორგანიზაციული სტრუქტურა შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ამოცანებს და ამავე დროს, სამსახურის სტრუქტურული ერთეულებსა და ქვედანაყოფებს შორის არსებობს თანამშრომლობა, აგრეთვე სამსახურის მართვის არსებული სისტემა უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოდ მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებას; ე.ბ) მართვის სისტემა უზრუნველყოფს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და მის შესაბამისად გამოცემული ICAO-ს ოფიციალური გამოცემების (DOC-ების), აგრეთვე შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების ხელმისაწვდომობას; ე.გ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები დაკომპლექტებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს ამ სტრუქტურული ერთეულების გამართულ ფუნქციონირებას; ე.დ) ავიასპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების/დადასტურების სისტემა არსებობს და მოქმედებს; ვ) სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის და ჩიკაგოს კონვენციის დანართებისა და მათ შესაბამისად გამოცემული ICAO-ს ოფიციალური გამოცემების (DOC-ების) მოთხოვნებს; ზ) სამსახურში საქმისწარმოება, რომელიც ეხება საჰაერო მოძრაობის მომსახურებას, ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის მომსახურების, საექსპლუატაციო ჩანაწერებს და რემონტის საკითხებს, სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა საკითხებს, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ხორციელდება დროულად, სისტემატიურად და ეფექტიანად; თ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირებულ მოქმედებას და ეს მოქმედებები ასახულია სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთქმედების შეთანხმებაში. ასეთი შეთანხმება ასახავს არსებულ მდგომარეობას, ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას და ხელმისაწვდომია შესაბამისი თანამშრომლებისათვის; ი) სამსახური უზრუნველყოფს უკანონო ჩარევის აქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-გადაცემას, აგრეთვე ასეთი აქტების დროს საჰაერო მოძრაობის მართვას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის („უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) მოთხოვნების შესაბამისად; კ) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობა (ტექნიკური საშუალებები, აღჭურვილობა, შენობები და ნაგებობები, სამუშაო ადგილების აღჭურვა, სპეციალისტების საკმარისი რაოდენობის არსებობა და მათი კვალიფიკაცია, ძირითადი საშუალებების ფლობა და მათი ექსპლუატაციის უფლება და სხვა) შეესაბამება ამ წესით დადგენილ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ საბუთებს.“. |
3.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემა სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს და ნერგავს ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემას.“. |
4.
მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტექნიკური საშუალებები – საშუალება, მოწყობილობა ან/და ნებისმიერი სისტემა, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას; ბ) საჰაერო მოძრაობის სამსახური – საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს საჰაერო სივრცეში; გ) აღიარება – პროცესი, რომლის დროსაც სააგენტო, ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით ადასტურებს ტექნიკური საშუალებების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან; დ) მწარმოებელი – ტექნიკური საშუალების დამამზადებელი.“. |
5.
მე-17 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ტექნიკური საშუალებების აღიარების მოთხოვნები;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურს არა აქვს უფლება საქართველოს საჰაერო სივრცეში განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ამ მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი „საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატი“ (შემდგომ – სამსახურის სერტიფიკატი) და ტექნიკური საშუალება არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად.“. |
6.
მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV ტექნიკური საშუალების აღიარება“ |
7.
მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
8.
21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ტექნიკური საშუალების აღიარება 1. სამსახურის ტექნიკური საშუალების აღიარებას (აღიარებაზე უარის თქმას) ახორციელებს სააგენტო სამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე. 2. სააგენტო აღიარებს შემდეგ ტექნიკურ საშუალებებს: ა) საავიაციო კავშირგაბმულობის საშუალებები: ა.ა) მიწა-ჰაერი კომუნიკაციის დამყარების მიზნით გამოყენებული რადიოსადგურები; ა.ბ) ხმოვანი საკომუნიკაციო სისტემა (VCS); ა.გ) სააერნაოსნო ფიქსირებული კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) სანავიგაციო საშუალებები: ბ.ა) სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS); ბ.ბ) მიკროტალღური დაფრენის სისტემა (MLS); ბ.გ) მიუმართავი რადიოშუქურა (NDB); ბ.დ) მომნიშვნელი რადიოშუქურა (OM, MM, IM, SCR); ბ.ე) ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურა (VOR, DVOR); ბ.ვ) მანძილსაზომი მოწყობილობა (DME); ბ.ზ) მიწისზედა აუგმენტაციის სისტემა (GBAS) გ) სარადიოლოკაციო საშუალებები: გ.ა) პირველადი რადიოლოკატორი (PSR); გ.ბ) მეორადი რადიოლოკატორი (SSR); გ.გ) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალებები (ADS); გ.დ) მულტილატერალური დაკვირვების საშუალებები (MLAT); გ.ე) ზუსტი შემოსვლის რადიოლოკატორი (PAR); გ.ვ) აეროდრომის ზედაპირზე მოძრაობის დამაფიქსირებელი რადიოლოკატორი (SMR). დ) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული საშუალებები: დ.ა) ამინდზე დაკვირვების ავტომატიზებული სისტემა; დ.ბ) მეტეოროლოგიური ინფორმაციის მაუწყებლობის ავტომატური საშუალებები; დ.გ) მეტეოროლოგიური სარადიოლოკაციო საშუალებები. ე) საჰაერო მოძრაობის ორგანიზების საშუალება: ე.ა) სარადიოლოკაციო და საფრენოსნო ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებული სისტემა; ე.ბ) ელექტრონული მონაცემთა გაცვლის საშუალებები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და თან უნდა ერთვოდეს ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების: ა) დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს: ა.ა) მწარმოებლის იურიდიული დასახელება და მისამართი; ა.ბ) ტექნიკური საშუალების გამოშვების თარიღი; ა.გ) ტექნიკური საშუალების სახელწოდება; ა.დ) ტექნიკური საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი; ა.ე) ტექნიკური საშუალების დამონტაჟების ადგილმდებარეობა, გეოგრაფიული კოორდინატები და მისი კრიტიკული და სენსიტიური ზონების ნახაზი (იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ საშუალებას გააჩნია კრიტიკული და სენსიტიური ზონა); ა.ვ) ოპერირებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირე და რადიოსიხშირით გადაფარვის არეალის ნახაზი როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ სიბრტყეში (იმ შემთხვევაში, თუ საშუალება ახორციელებს რადიოსიგნალების გამოსხივებას.) ა.ზ) ძირითადი და სარეზერვო ენერგოწყაროების დასახელება და ტიპი; ა.თ) ტექნიკური საშუალების შემადგენელი კომპონენტების დასახელება, მათი საიდენტიფიკაციო ნომრები, სერიული ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რაოდენობა. ბ) შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ადასტურებს ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართით დადგენილ სტანდარტებთან, რეკომენდებულ პრაქტიკასთან და/ან სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური საშუალებების ევროპული ორგანიზაციის (EUROCAE) სტანდარტებთან შესაბამისობას. გ) მწარმოებლის მიერ შემუშავებული ტექნიკური საშუალების მომსახურების სახელმძღვანელო/პროცედურა და სამსახურის მიერ მწარმოებლის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ქართულ ენაზე ადაპტირებული ტექნიკური საშუალების ოპერირების, ტექნიკური მომსახურების და გაუმართაობის აღმოფხვრის (Troubleshooting) პროცედურა; დ) ადგილზე შემოწმების ანგარიში; ე) ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების მომსახურე პერსონალის კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული აღიარებისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ სამსახურის მიერ წარმოდგენილი ასაღიარებელი საშუალების დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესის დადგენილ მოთხოვნებს. 5. სააგენტოს მიერ ტექნიკური საშუალების აღიარებისას (აღიარებაზე უარის თქმისას) გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის დედანი გადაეცემა სამსახურს, ხოლო ასლი ინახება სააგენტოში, ტექნიკური საშუალების ექსპლუატაციაში ყოფნის მთელი ვადის განმავლობაში. 6. ტექნიკური საშუალების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სააგენტოში ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით. 7. აღიარებისას სააგენტო უფლებამოსილია, ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს იმ ობიექტზე, სადაც დამონტაჟებულია ტექნიკური საშუალება და მოითხოვოს ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები