„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016265
34
04/12/2017
ვებგვერდი, 07/12/2017
010250020.35.164.016265
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N23 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 04/08/2014 წ., 010250020.35.164.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულება“.

4. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.

5.  მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. სამსახურს ხელმძღვანელობს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, კონკურსის შედეგების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.“;

გ)   მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდების სამხედრო  სამსახურისათვის მომზადებისათვის, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვლისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეასრულოს სამსახურის ხელმძღვანელის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.“.

7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი