დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016266 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2014 წ., 010250020.35.164.016126) შეტანილი იქნეს შემდეგი საახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება“. 4. პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთული – საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას; მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. „2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. „3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.“. 5. მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-სამეურნეო განყოფილება“; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება“; გ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – შესყიდვების განყოფილება“. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს. 6. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 6. მე-3 მუხლის „გ“, „ს“ და „ტ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას.“; „ს) მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.“; „ტ) მერიის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას.“. 7. მე-4 მუხლის „ტ“, „ხ“ და „ჯ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;“; „ხ) საკრებულოს მუნიციპალური სამსახურების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას.“; „ჯ) მუნიციპალიტეტის პროფესიული საჯარო მოხელეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას“. 8. მე-6 მუხლის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები