დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 43 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016263 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 24-ე მუხლის „დ.ა“ პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016219).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“.
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები თანდართული რედაქციით:
“.
„მუხლი 3. ბაღდთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8926,6 ათასი ლარის ოდენობით:
“.
„მუხლი 4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 800 ათასი ლარის ოდენობით:
“
„მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7611,6 ათასი ლარის ოდენობით:
“.
„მუხლი 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 515 ათასი ლარის ოდენობით:
“.
„მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4296,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“.
„მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5431.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5571.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 688,5 ათასი ლარით.“. 10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეათე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“.
„მუხლი 11. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -891,1 ლარის ოდენობით.“. 12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთორმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 21,5 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად.“. 13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 128.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 45 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 78 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 5.0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“. 14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთოთხმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი განისაზღვროს 3059.2 ათასი ლარით. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმარველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 14.03.2017 წლის № 480 განკარგულებით გამოყოფილია 2833,6 ათასი ლარი. 1. სოფ. პირველი და მეორე ობჩის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ.როდინოულთან დამაკავშირებელი ს/გზა – 707.4 ათასი ლარი. 2. სოფ. ფერსათსა და წითელხევში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, წყლის სათავე ნაგებობის, წყალშემკრები რეზერვუარის და მაგისტრალური ქსელის მოწყობა – 445.4 ათასი ლარი. 3. სოფელ პირველ ობჩაში მთისძირისკენ მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 317.6 ათასი ლარი. 4. ქ. ბაღდათში სალხინო ეკლესიასთან მისასვლელი გზა – 168.4 ათასი ლარი. 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მოწყობის სამუშაოები – 354.3 თასი ლარი. 6. ბაღდათი-საკრაულას ადგ. მნიშვნელობის ს/გზის საკრაულა-წიფის მონაკვეთის რეაბილიტაცია – 540 ათასი ლარი. 7. საპროექტო დოკუმენტაციებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის შესყიდვა – 137 ათასი ლარი. 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაღდათის რაიონული ცენტრის მშენებლობისათვის გამოეყო 153,5 ათასი ლარი; „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 15.06.2017 წლის № 1213 განკარგულებით გამოყოფილია 85 ათასი ლარი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმარველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 6.07.2017 წლის № 1401 განკარგულებით გამოყოფილია 1245,3 ათასი ლარი. 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. კაკასხიდიდან სოფ. ხანამდე გზის მონაკვეთის ბეტონის საფარის მოწყობა – 600 ათასი ლარი. 2. ქ. ბაღდათში ე.თოდაძის ქუჩის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია – 196,7 ათასი ლარი. 3. სოფ. დიმში ადამაძეების და გიორგიძეების უბანში მდ. ხანისწყალზე ნაპირსამაგრის მოწყობა – 254,1 ათასი ლარი. 4. ქ. ბაღდათში ბაღდათის ქუჩის გზის სავალი ნაწილის, გვერდულის და აგრობაზრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – 194,6 ათასი ლარი.“. 15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ბაღდთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა და უსაფრთხოება – 87,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 5827.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 3857,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სოფლებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების თანადაფინასება. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 1687.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინასება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება, მუნიცაპალიტეტში არსებული სპეცტექნიკით უზრუნველყოფილი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. განხორციელდება სოფ. ფერსათსა და წითელხევში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, წყლის სათავე ნაგებობის, წყალშემკრები რეზერვუარის და მაგისტრალური ქსელის მოწყობის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების თანადაფინასება. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების, მიწის ნაკვეთების აღრიცხვა-შეფასების მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება. 2.4. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია 197 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 3. განათლება 786,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მთლიანად დაფინასდება ბავშვთა კვების თანხა. მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 905.7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 187 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: · სპორტული ღონისძიებები; · სპორტული სკოლა; · სამივლინებო ხარჯები. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 650,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. გატარდება ღონისძიებები ტურიზმის განვითარების მიზნით. 4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 37 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 4.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – 31 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 720,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 47 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა – 673,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა სტიიქით დაზარალებულ მოსახლეობას, მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით. 5.2.1 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე სამედიცინო დახმარება – 127,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და პენსიონერი მოქალაქეების მედიკამენტებით დახმარება, თითოეულ ბენეფიციარს ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 100 ლარისა. · მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობისა და საოპერაციო თანხებით დახმარება; თითოეულ ბენეფიციარს ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარისა. 5.2.2 სარიტუალო მომსახურება – 6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02 ,06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); · საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარება. 5.2.3 უფასო სასადილოს დაფინანსება – 44,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 50 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა; · სადღესასწაულო დღეებში სადღესასწაულო სუფრის გაკეთება. 5.2.4 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა – 37 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · მეორე და მეტი შვილის შეძენისათვის ერთჯერადი ფულადი ხმარების გაწევა. მეორე შვილის შეძენა – 150 ლარი; მესამე შვილის შეძენა – 350 ლარი; მეოთხე და მეტი შვილის შეძენა – 400 ლარი; ტყუპები – 400 ლარი. 5.2.5 სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 357,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფა. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით. 5.2.6 სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი – 52,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად სოციალური პროგრამების მუხლით გათვალისწინებულია „სხვა გაუთვალისწინებლი ხარჯი“. 5.2.7 სადღესასწაულო დახმარების პროგრამა – 5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირებისათვის სასაჩქმე პაკეტების შეძენა. 5.2.8 შშმ პირთა დახმარება – 20 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შშმ პირთა დახმარება. 5.2.9 ჩერნობილის ატომური ელ.სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება – 1,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჩერნობილის ატომური ელ.სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეებზე ფულადი დახმარებების გაცემა. 5.2.10 დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება – 1ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეებზე ერთჯერად ფულადი დახმარებების გაცემა. 5.2.11 დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება – 18,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალეზით მოსარგებლე მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა. 5.2.12 ობოლ 18 წლამდე ასკის ბავშვიანი ოჯახების დახმარება – 2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ობოლ 18 წლამდე ასკის ბავშვიან ოჯახებზე დახმარებების გაცემა.“. 17. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეჩვიდმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით.
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები