დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 521 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020228 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017586) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრი (შემდგომში − ინსპექტირების ცენტრი) – საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს ECMT-ის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოებისა და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესატყვისობის დასადგენად და აკრედიტებულია დადგენილი წესით;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში − დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების შედეგებსა და დასკვნას ავტოსატრანპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.“; გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინსპექტირების ცენტრი განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს სამუშაოებს სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, მისაბმელის (ნახევარმისაბმელების) ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებსა და სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან შესატყვისობის დასადგენად. 2. ინსპექტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები: №5, №51, №6, №61 და №7) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ინსპექტირების ცენტრში. 3. ინსპექტირების ცენტრი ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმთან (ოქმებთან) ერთად განმცხადებელზე აგრეთვე გასცემს ასს-ის ინსპექტირების ანგარიშს.“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართები: №5, №51);“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად – ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართები: №6, №61);“; გ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისამბელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმი (დანართი №7);“; დ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმი (დანართი №7);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები