ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48/92
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
48/92
04/12/2017
ვებგვერდი, 10/12/2017
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:

• 2017 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 9 (ცხრა) განცხადება და 18 (თვრამეტი) კორესპოდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

• საჯარო იფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

• საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

• საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

• საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

• ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია.

• გამომდინარე იქედან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯებიც არ ყოფილა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         ნატალია კობახიძე