დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 518 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020225 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017594) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანასა და სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმოებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ცენტრების გარდა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სერვისის წიგნაკი გაიცემა გადამზიდველის მიერ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც აკმაყოფილებს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სავალდებულო მოთხოვნებს.“; ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სავალდებულო ჩატარების შესახებ (ჩატარების თარიღი და შემდგომ ინსპექტირებაზე წარდგენის თარიღი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები