დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 514 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020221 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.01.2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-9 მუხლის: ა) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. ბ) 26-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს);“. 2. მე-15 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებენ აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრები.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს, ინსპექტირების ცენტრების მიერ გაიცემა შესაბამისობის შეფასების ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად (დანართი №7).“; გ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დამადასტურებელი ინსპექტირების ანგარიში;“; დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა გაიცემა მათი სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად შესაბამისობის შეფასების ჩატარების თარიღიდან 12 თვის ვადით. დაშვების მოწმობა მოქმედია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის მოქმედების ვადაში.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. |
|
„დანართი №7
|
შესაბამისობის შეფასების ოქმი №
|
განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაშვებად
ინსპექტირების ცენტრის მონაცემები:
ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები 1:
შეფასების შედეგები 1,2:
შენიშვნა: 1. ჩამოთვლილის არარსებობის შეთხვევაში გადაიხაზოს ციფრები; 2. მოთხოვნებთან შეუსაბამობის შეთხვევაში გადაიხაზოს უჯრა (□); 3. არასაჭირო გადაიხაზოს. ––––––––––––––––– შეფასების თარიღი პასუხისმგებელი პირების სახელი, გვარი, ხელმოწერა:
შემფასებელი: ცენტრის ხელმძღვანელი:
ბ.ა“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები