დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 515 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020222 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017651) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული ტაქოგრაფის პერიოდული ინსპექციები უნდა მოეწყოს, სულ ცოტა, ერთხელ ორ წელიწადში, ისინი შეიძლება მოეწყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად. შემოწმება ხორციელდება აგრეთვე ტაქოგრაფის წარმოებიდან გამოშვებისას, რემონტის შემდეგ და იმპორტის დროს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებელი კოეფიციენტის ან/და თვლის საბურავების „ეფექტიანი გარშემოწერილობის“ ან/და რეგისტრაციის ნომრის ცვლილების შემდეგ, იმ შემთხვევაშიც, თუ საათი, რომელიც აჩვენებს კოორდინირებულ მსოფლიო დროს (Universal Time Coordinated – UTC) 20 წუთზე მეტად ჩამორჩება ან წინ უსწრებს რეალური დროის მაჩვენებელს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები