დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს ფოთის ჰიდრომექანიზააციის მანქანათმშენებელი ქარხნის განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | სს “ფოთის ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხანა” |
| მიღების თარიღი | 04/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ფოთის ჰიდრომექანიზააციის მანქანათმშენებელი ქარხნის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
სააქციო საზოგადოება „ფოთის ჰიდრომექანიზააციის მანქანათმშენებელი ქარხნის“ ს.კ. 215080105 გენ. დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2017 წლის 29 დეკემბერს, 13 საათზე, მისამართზე: ქ. ფოთი, ხობის ქ. №7.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოების უძრავ-მოძრავი (მიწა, შენობა-ნაგებობ(ებ)ი, ძირითადი საშუალებები) ქონებ(ებ)ის უფლებრივად დატვირთვა (პროდუქციის დამზადების ხელშეკრულებ(ებ)ის უზრუნველსაყოფად).
2. საზოგადოების გენერალური დირექტორისათვის უფლებამოსილების მინიჭება უძრავ-მოძრავი ქონებ(ებ)ის უფლებრივად დატვირთვისა და პროდუქციის დამზადების ხელშეკრულებებზე ხელმოსაწერად.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 24 ნოემბერი.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ფოთის ჰიდრომექანიზააციის მანქანათმშენებელი ქარხნის“ რეგისტრატორთან შპს „ეროვნულ რეესტრთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართ. 6, ტელ.: 231-11-73, 231-11-74, 231-11-75.
სს ფოთის ჰიდრომექანიზააციის
მანქანათმშენებელი ქარხნის
გენ. დირექტორი გიაზი ხარჩილავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები