„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 57/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016371
57/2017
04/12/2017
ვებგვერდი, 06/12/2017
010240060.15.008.016371
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 57/2017

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 28/06/2017, 010240060.15.008.016326) დანართით განსაზღვრული ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები

1. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრთა დისციპლინური გადაცდომის სახეები, პასუხისმგებლობის ზომები და შეფარდების წესი განსაზღვრულია და რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

2. საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში.

3. ცესკოს უფლება აქვს, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მას არ ჩაუდენია ახალი დისციპლინური გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც საარჩევნო კომისიის კეთილსინდისიერმა წევრმა.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გასვლის და დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზაში, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი