ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარულად გამოცხადების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.138.016298
19
01/12/2017
ვებგვერდი, 06/12/2017
010250000.35.138.016298
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარულად გამოცხადების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2017 წლის 1 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარულად გამოცხადების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგი გაუქმებული დადგენილებები:
1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილება;
2. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილება;
3. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’  2014 წლის 21 ივლისის №4 დადგენილება;
4. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 21 ივლისის №7 დადგენილება;
5. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 21 ივლისის №8 დადგენილება;
6. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 21 ივლისის №6 დადგენილება;
7. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილება;
8. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2017 წლის 29 ივნისის №11 დადგენილება;
9. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ 2017 წლის 28 ივლისის №17 დადგენილება;
10. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ 2017 წლის 28 ივლისის №18 დადგენილება;
11. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’  2014 წლის 21 ივლისის №9 დადგენილება;
12. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ 2015 წლის 11 თებერვლის №10 დადგენილება;
13. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’  2014 წლის 22 ივლისის №16 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე