დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016236 |
33
01/12/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
010250050.35.126.016236
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
|
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №23 დადგენილებაში და დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
მერიის ადმინისტრაციული სამსახური |
1.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სამსახური (შემდგომში – სამსახური), რომელიც ახორციელებს მერიის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტალურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, ადამიანური რესურსების მართვას, კადრების საქმის წარმოებას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახურის შემადგენლობაში შედის: |
ა)
სამსახურის ხელმძღვანელი; |
ბ)
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; |
გ)
მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება; |
დ)
სამსახურის მოხელეები. |
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი სამუშაოთა აღწერილობით. |
3.
სამსახურის განყოფილება შედგება გაყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
4.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. |
5.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
6.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
1.
მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას. |
2.
თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას. |
3.
მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათი განაწილებას დანიშნულებისამებრ. |
4.
საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს. |
5.
სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას. |
6.
ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას. |
7.
საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას. |
8.
საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას. |
9.
გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან. |
10.
მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით. |
11.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინფორმაციის გამოქვეყნებას პროაქტიულად, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით. |
12.
სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას. |
13.
მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. |
14.
ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას. |
15.
მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას. |
16.
დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას. |
17.
მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება |
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას აქვს ბეჭედი, უზრუნველყოფს: |
ა)
კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას; |
ბ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებასა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; |
გ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; |
დ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; |
ე)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; |
ვ)
მერიის ერთიანი საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის eDocument-ის მეშვეობით; |
ზ)
შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; |
თ)
დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დავალებების სათანადოდ გაფორმებას; |
ი)
დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; |
კ)
გასული დოკუმენტების გაგზავნას; |
ლ)
საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; |
მ)
საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; |
ნ)
საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; |
ო)
თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; |
პ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; |
ჟ)
მერიის სამსახურების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; |
რ)
მერიის სამსახურების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; |
ს)
მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას; |
ტ)
მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; |
უ)
მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; |
ფ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება |
მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
ინფორმაციის მიწოდებას მერის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; |
ბ)
წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს მერთან წარსადგენად შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; |
გ)
საჭიროების შემთხვევაში მერის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას; |
დ)
მერის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას; |
ე)
დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას; |
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელი |
1.
მერის წარმომადგენელი არის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. |
2.
მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი. |
3.
მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. |
4.
მერის წარმომადგენელი: |
ა)
მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; |
ბ)
მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; |
გ)
უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; |
დ)
მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; |
ე)
დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს; |
ვ)
მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; |
ზ)
მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 7.
დასკვნითი დებულებები |
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები