„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016234
31
01/12/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
010250050.35.126.016234
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2017 წლის 1 დეკემბერი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილებაში და დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე



თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურს, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით. 
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
 სამსახურის შემადგენლობაში შედის:

 ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

გ) სამსახურის მოხელეები.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია: 
1. განათლების, კულტურისა და სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
2. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების, მუნიციპალური სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების კოორდინაცია; 
3. ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
4. წინადადებების შემუშავება მის სფეროს მიკუთვნებული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; 
5. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 

მუხლი 4. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:
1. მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების ხელშეწყობა; 
2. მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება; 
3. საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; 
4. სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; 
5. სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; 
6. შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
7. სპორტული ღონისძიებების წლიური პროგრამების შემუშავება; 
8. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება; 
9. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; 
10. მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსებისა და ახალგაზრდული დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 

მუხლი 5. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი; 
2. სამსახურის უფროსი: 
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; 
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; 
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; 
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს; 
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით; 
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; 
კ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; 
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი. 
4. განყოფილების უფროსი:

ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;

 ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;

 ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; 

5. სამსახურის უფროსის – განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 

მუხლი 6. სამსახურის მოხელეები 
1. სამსახურის მოხელე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე. 
2. სამსახურის მოხელეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

მუხლი 7. სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები 
1. სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ: 
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; 
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; 
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; 
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 
2. სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან: 
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; 
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; 
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; 
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. 

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად