დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016332 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/07/2014, 010250020.35.167.016128).
|
| მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“ 2. მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ზ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ა) ,,ა) სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;“; ბ) ,,ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების გაუმჯობესების შესახებ;“; გ) ,,ლ) ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ლოთობის, ძალადობის, პროსტიტუციისა და სხვა სამართალდარღვევათა წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შემუშავების, შესაბამისი პროგრამების და წინადადებების მომზადებისა და განხორციელების შესახებ.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები