დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61701466688 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 01/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
სსიპ – ქუთაისის №33 საჯარო სკოლის (შემდგომში – სკოლა) 2017 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ – ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლის 2017 წლის 23 ოქტომბრის №2-269 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ – ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი მაია კაკაბაძე.
ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე არ იყო წარმოდგენილ არც ერთი განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა;
ბ) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ ყოფილა მიღებული და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარა.
სსიპ – ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლის 2017 წლის წლიურ ანგარიშს, აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
|
ანგარიში |
რაოდენობა |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული |
0 (ნული) |
|
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე |
0 (ნული) |
|
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ |
0 (ნული) |
|
ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ |
0 (ნული) |
სსიპ – ქუთაისის №33 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები