2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 505
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020214
505
30/11/2017
ვებგვერდი, 01/12/2017
470000000.10.003.020214
2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №505

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 470000000.10.003.019705) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,567.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

546.0

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

774.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

21.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

44.0

5

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება  (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 3000 ლარისა)

182.0

          სულ

1,567.0

 .“.

2. №8 დანართის (აივ-ინფექცია/შიდსის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8,304.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

925.0

1.1

მ.შ., აივ-ინფექციაზე/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა

150.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

3,000.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

2,400.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგისა და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 25%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

1,979.0

 

სულ

8,304.0

.“.

3. №10 დანართის (ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,220.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

1,050.0

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში

4,310.0

2.1.

მ.შ., ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა (2017 წლის 1 ივლისიდან)

150.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა

140.0

4

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

254.0

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

6

ეფექტურობის შეფასების კომპონენტი

130.0

7

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

300.0

 

სულ

6,220.0

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი