„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016375
74
30/11/2017
ვებგვერდი, 06/12/2017
010250050.35.161.016375
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №74

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 22/02/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016310) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“

ბ) მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

გ) მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

დ) მე-5 მუხლის 5.3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ე) მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ვ) მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ პენსიონერი ნამდვილად არის მარტოხელა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ზ) მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

თ) მე-6 მუხლის 6.5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან, საკრებულოს მაჟორიტარი წევრისაგან, პოლიციიდან ან სხვა დაწესებულებიდან-უპატრონო მიცვალებულის შესახებ;

კ) მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ლ) მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

მ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

(აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი);

ნ) მე-18 მუხლი (“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) სოციალური დახმარების მისაღებად,ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნციპალიტეტის მერიას ან ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს.

2) დახმარების მისაღებად ,მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება მუნიციპალიტეტის მერიაში.

3) მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.

4) მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად ეგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

5) ამ პროგრამის გათვალისწინებით მომზადებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.

6) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის და საკრებულოს მაჟორიტარი წევრის შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ პროგრამით განსაზღვრულ რომელ კატეგორიას (მუხლი, პუნქტი)მიეკუთვნება კონკრეტული შემთხვევა.

ო) მე-19 მუხლი („ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება“)

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების და/ან ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია − ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად.

პ) მე-20 მუხლი („სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“)

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სოციალური დახმარების გაცემის შესახებ (გაცემული საგარანტიო წერილის შემთხვევაში,შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

ჟ) 21-მუხლის („დახმარების გაცემა“)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), ასანაზღაურებლად იგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი