დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/11/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016353 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №08 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016333) შევიდეს ცვლილება:
ა) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი. „კ. პირველადი სტრუქტურული ერთეული შესყიდვების სამსახური.“ ბ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაცია, მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“ გ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი. „91.პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო პროექტების, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.“ |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები