„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016254
34
30/11/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
010250050.35.136.016254
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2017 წლის 30 ნოემბერი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ნორმატიული  აქტების შესახებ" საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  საფუძველზე,  ხულოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 21 ივლისის №6 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
„მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე