დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ" წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს N79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.18.011.016259 |
|
„საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ" წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაცია – (შემდგომში – განვითარების ორგანიზაცია) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით გათვალისწინებული განვითარებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილოებით შექმნილი პირი, რომლის მიზანს წარმოადგენს განვითარების პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ან/და განვითარების ორგანიზაცია, ასევე პირი, რომლის გამოშვებული ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე მაინც და რომელიც აპირებს სხვა ფასიანი ქაღალდებით საჯარო შეთავაზების განხორციელებას საქართველოში, საჯარო შეთავაზების განხორციელებისას, არ საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას. 4. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე განვითარების ორგანიზაციას, საჯარო შეთავაზების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია წარუდგინოს ინგლისურ ენაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები