“ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016256
36
30/11/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
010250020.35.136.016256
“ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

                2017 წლის 30 ნოემბერი

                 დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №10 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
„3.კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე