დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,ცაგერის N16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო - ს“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/1938 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 07/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/1938
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2017 წლის 7 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ეკატერინე აბესაძე
2. მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ირაკლი წიკლაური;
2. მოვალე – შპს ,,ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“ წარმომადგენელი სერგო ჭონქაძე;
3. კრედიტორები – სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, გოგი მეშველიანი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 15 დეკემბერს , 14:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:
ა) გაკოტრების მმართველის არჩევა და გაკოტრების რეჟიმზე გადასვლის საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
კრების მდივანი ეკატერინე აბესაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები